ა.წ. 21 თებერვალს ქუთაისის უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევრაზია მენეჯმენტ ჰაუსთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გთავაზობთ მეწარმეობის განვითარების პროგრამის პრეზენტაციას.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალბედა მეწარმეებს, გაიარონ ტრენინგი და მიღებული სათანადო ცოდნის საფუძველზე წამოიწყონ მცირე ან საშუალო ბიზნესი და მიიღონ რჩევები პროფესიონალებისაგან.
აღნიშნული პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: აკადემიური და პრაქტიკული.
პროგრამას უძღვება ბატონი გაი დე ფონტგალანდი, რომელიც გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით და ამჟამად ბიზნესის მართვის პროგრამის დირექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მეწარმეობის განვითარების პროგრამაში ჩართვა თვის ნებისმიერ დღეს.