ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების კონკურსი
ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკის დეპარტამენტის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში (იხ. ბრძანება):
- ეკონომიკა - 1 განაკვეთი
- ფინანსები - 1 განაკვეთი
კონკურსის პირობები შესაბამისობაშია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33, 34 და 35-ე მუხლთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებასთან და ქუთაისის უნივერსიტეტის მოქმედ წესდებასთან (იხ. დებულება).
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
სრული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას
- დოქტორის აკადემიური ხარისხი
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება
საბუთები მიიღება 28 მარტიდან 15 აპრილამდე, კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 23 მაისისა.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
- ერთი ფოტოსურათი ზომით 3x4
- პირადობის მოწმობის ასლი
- CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია)
- წერილობითი თანხმობა, აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკრედიტაციის მიზნებისათვის ქუს პროფესორად დაფიქსირების შესახებ
- არჩეული საგნის სილაბუსი (დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია)
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
- სამეცნიერო და აკადემიური ხარისხების დასადასტურებლად წარმოადგინეთ შესაბამისი დიპლომების ორიგინალები და მათი ქსეროასლები
- სტატია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ჟურნალის ან ჟურნალიდან ქსეროასლის სახით, თანდართული სარჩევის იმ გვერდის ასლით, რომელზეც აღნიშნული სტატიაა მითითებული
- დაცული დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება შესაბამისი ჩანაწერი ავტორეფერატის სატიტულო ფურცელზე, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში თვით ნაშრომის სატიტულო ფურცელზე (ორიგინალის სახით). მიმდინარე დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება სადისერტაციო საბჭოს/დეკანის მიერ დამოწმებული ამონაწერი შესაბამისი ოქმიდან
- კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება დიპლომი ან სხვა რაიმე ცნობა, სადაც მითითებული იქნება გრანტის გამცემი ორგანიზაცია, გაცემის წელი და ნომერი
- სარედაქციო საქმიანობის დამადასტურებლად ჩაითვლება შესაბამისი ჟურნალის რომელიმე ნომერი
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება შრომის წიგნაკის ჩანაწერების კანცელარიის მიერ დამოწმებული ქსეროასლი ან ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოადგინეთ ამ კონფერენციის კრებულის ორიგინალი და თეზისის ქსეროასლი
- გამოქვეყნებული წიგნების ავტორობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი წიგნი
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სერთიფიკატის ორიგინალი და ქსეროასლი.
მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. № 13, მე-2 სართული
ტელ.: 4-33-14, 4-23-73, 4-52-97, e-mail: [email protected]
საკონტაქტო პირი: ჟენი ენდელაძე