ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კატეგორია: იურიდიული
გააქტიურების თარიღი: 2017 წლის 25 ივლისი
განცხადების ბოლო ვადა: 2017 წლის 24 აგვისტო
თანამდებობრივი სარგო: ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით
ადგილების რაოდენობა: 2
შერჩევის კრიტერიუმები: საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი.
კანდიდატთა შერჩევის პრინციპები:
მოთხოვნები:
პროფესია − იურისტი
დამატებითი მოთხოვნები: 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 35 წლიდან 65 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) კარგად ფლობს (მინიმუმ B1 დონე) ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული);
გ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;
ე) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;
ვ) აქვს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის საშუალო დონეზე ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.
დამატებითი ინფორმაცია:
განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა:
კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მოდელის მიხედვით:
http://assembly.coe.int/CommitteeDocs/2009/ModelCVEN.doc
ბიოგრაფია (Curriculum Vitae) უნდა იყოს წარმოდგენილი ვორდის (Microsoft Word) ფორმატში ქართულ ენაზე, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე 2017 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ აგრეთვე სამოტივაციო ბარათი და ბიოგრაფიაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის სამდივნოს მისამართზე: [email protected] .
დანართები:
დანართი 1 – ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) სამოდელო ფორმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევი კანდიდატებისათვის;
დანართი 2 – Resolution CM/Res (2010)26 on the establishment of an Advisory Panel of Experts on Candidates for Election as Judge to the European Court of Human Rights;
საკონტაქტო ინფორმაცია: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის სამდივნოს მისამართი: თბილისი, გორგასლის 24ა; [email protected] ; ტელ.: (+995 32) 240 50 75