ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის (019) სასწავლო გრანტის კონკურსი აბიტურიენტებისათვის

წელს უკვე მეორედ ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტებისათვის ატარებს  კონკურსს აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. მონაწილეები ტესტირებას გაივლიან ზოგად უნარებში. კონკურსის შედეგებით პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასული აბიტურიენტები - 50%-იან  დაფინანსებას. თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით.

ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი თქვენ გაძლევთ შანსს:

  • დაადგინოთ, რამდენად ხართ  მზად ზოგადი უნარების გამოცდის ჩასაბარებლად;
  • დარწმუნდეთ თქვენს ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში.
  • მოიპოვოთ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული 100%-იანი ან 50%-იანი სასწავლო გრანტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებს ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე პირებს.

კონკურსისათვის შერჩეული ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატისაა. მაქსიმალური ქულა - 80, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო მინიმალური ქულა - 50.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქუთაისის უნივერსიტეტში მე-2 სართულზე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ:

  • ცნობა სკოლიდან, რომ ირიცხებით XII კლასის მოსწავლედ ან სრული ზოგადი განათლების ატესტატი,
  • პირადობის მოწმობა.

ვადები:

  • რეგისტრაცია - არაუგვიანეს 18 მარტისა
  • ტესტირება - 19 – 20 მარტი

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

სასწავლო გრანტის მოპოვების პირობები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი
: ქუთაისი, წერეთლის ქ. #13
ტელ.
:   8 231 4 23 73;    8 231 4 33 14
ელ. ფოსტა
: [email protected]