ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პედრო სილვა ჟიროუს საჯარო ლექცია თემაზე: გლობალიზაცია

2018 წლის 4-8 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტს ერაზმუს+ ინტერინსტიტუციონალური შეთანხმების ფარგლებში (2017-2020)  ინდივიდუალური სასწავლო მობილობით ეწვია ლისაბონის უნივერსიტეტის ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი  და მკვლევარი - პედრო სილვა ჟიროუ.

პროფესორი პედრო სილვა ჟიროუ წლების მანძილზე ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში მოღვაწეობს, მისი ინტერესების სფეროა: მეტროლოგია, სიგნალების დამუშავება, გარემოს მონიტორინგი და სხვა. სხვადასხვა პერიოდში ის იკავებდა წამყვან პოზიციებს ისეთ სამეცნიერო ასოციაციებში, როგორიცაა სისტემებისა და რობოტიკის ინსტიტუტი, სამედიცინო და ბიოლოგიური საზომი ხელსაწყოების ასოციცაციის სისხლის წნევის გაზომვის ქვეკომიტეტი, ევროკავშირის პროექტების შემფასებელი კომისიები და მრავალი სხვა. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2018 წლის 6 ივნისს პროფესორმა პედრო სილვა ჟიროუმ ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „გლობალიზაცია, მსოფლიო დღეს და მომავალში“. ლექციას ესწრებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის წარმომადგენლები. მომხსენებელმა საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ მიმოიხილა მსოფლიოს წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივები გლობალიზაციის ჭრილში.

 


ბოლო სიახლეები