ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სრული ავტორიზაცია 6 წლის ვადით !

2018 წლის 24 სექტემბერს განათლების ხარისხისა და განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის უნივერსიტეტმა მიიღო სრული ავტორიზაცია 6 წლის ვადით.  უპირველეს ყოვლისა ესაა დიდი წარმატება, რომელიც მოიტანა თითოეული თანამშრომლის ერთგულებამ და დაუღალავმა შრომამ, მაგრამ წარმატებასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა.

სრული ავტორიზაცია შესაძლებლობას იძლევა უნივერსიტეტმა თამამად განაგრძოს   ცვლილებებისა   და სიახლეების განხორციელება, რომელიც საწინდარი გახდება სტუდენტთა კონტიგენტის ზრდისა, უნივერსიტეტის პრესტიჟისა და ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებისა.

ავტორიზაციის პროცესისათვის მიმდინარე სამუშაოებში ჩართული იყო არამარტო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, არამედ სტუდენტები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ჩვენი კურსდამთავრებულების აქტიური თუ პოტენციური დამსაქმებლები.

ქუთაისის უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს თანადგომისათვის და ულოცავს უნივერსიტეტის ავტორიზაციის წარმატებულ ფინალს!


ბოლო სიახლეები