2018 წლის 12 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი ლელა ქელბაქიანი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხები.
ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ ასოციაციას სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.
ცენტრის დირექტორის განცხადებით, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას და ეფექტიან კოორდინაციას განათლების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი 2018 წლის 1 თებერვლიდან ამ ასოციაციის წევრია. აღნიშნულ ასოციაციას გააჩნია პერსპექტიული და ეფექტური სამომავლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი წევრი უნივერსიტეტებისათვის მრავალმხრივ, ფართომაშტაბიან დახმარებასა და კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებებით.