ქუთაისის უნივერსიტეტის პრიორიტეტები
ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაა იმერეთის მხარეში იყოს საუკეთესო:
- საქართველოს და მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბიზნეს და ეკონომიკური ცოდნის მიწოდებაში, შესაბამისი აკადემიური ღირებულებების ფორმირებაში, მათი შენარჩუნებისა და გამოყენების უნარის განვითარებაში;
- კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის, კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ეკონომისტთა ახალი თაობების მომზადებაში;
- სრულფასოვანი მოქალაქეების, თანამედროვე ლიდერების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მზად იქნებიან თამამად შეხვდნენ აწმყოს გამოწვევებს და თავიანთი პროფესიონალიზნით გაამდიდრონ მომავალი;
- კრეატიულობასა და ნოვატორულობაში;
- რეგიონული და საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელებაში, საკუთარი სამეცნიერო პოტენციალის სრული გამოყენებისა და მის შემდგომ განვითარებაზე გამოუდმებული ზრუნვის პირობებში;
აქ თანამედროვე ცოდნის მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი:
- განახლებული, გალამაზებული შენობა და ეზო, ნათელი, თბილი კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები;
- უახლესი, თანამედროვე ლიტერატურით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი;
- ორი კომპიუტერული კლასი, მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტი;
- ენათა ცენტრი;
- სააქტო დარბაზი კონფერენციებისათვის, სცენისა და ხელოვნების მოყვარულთათვის;
- ღრმა კვალიფიკაციის მქონე, საუკეთესო პროფესურა;
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამები;
- სასწავლო პრაქტიკა: TBC-ბანკში, ტაო-პრივატ-ბანკში სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი ბისიაი“;
- უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სასწავლო-გაცვლით პროგრამებში: Fullbright, Maski, Irex, Kirkland, Eeu, Daad