სამუშაო შეხვედრა "კვლევა და განვითარება კვლევით უნივერსიტეტში"
ქუთაისის უნივწერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა "კვლევა და განვითარება კვლევით უნივერსიტეტში", რომელსაც უძღვებოდა ფილოსოფიის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევარი ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- უნივერსიტეტში კვლევის ხელშეწყობა
- სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსების წყაროები, ინდივიდუალური სამეცნიერო გრანტები, კონკურსის პირობები
- სად და როგორ შეიძლება გამოქვეყნება - სამეცნიერო ჟურნალის ინდექსირების (სხვადასხვა ინდექსის მინიჭების) და აღიარების ბაზებში მოხვედრის შესაძლებლობა
- გაერთიანებული სადოქტორო სწავლების მიზნები, დაგეგმვა, შეფასება და ექსპერტიზა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.