ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "ჯობლინკსა" "ქუთაისის უნივერსიტეტს" შორის
8 თებერვალს შპს "ქუთაისის უნივერსიტეტსა" და დასაქმების სააგენტო "ჯობლინკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს:
- სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას;
- სტუდენტების ჩართულობას პროექტებში;
- გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას;
- სტუდენტთა სტაჟირებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.