ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ჩაერთვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შექმნილ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის გავლაც შეუძლია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირებს.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების მიზანია: დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენა ; სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სერთიფიკატი შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ.