6 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში.
ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი სხვადასხვა კომპანია იღებდა:
სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანიამ 500-ზე მეტი ვაკანსია შეთავაზა.
სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.
დასაქმების მსურველებმა ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია და მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე.