ნატოს გენერალური მდივანი როუზ გოტმიოლერი სტუდენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და კოორდინატორი თინათინ მეფარიშვილი დაესწრნენ. გოტმიულერმა ახალგაზრდებს ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამყარების საკუთარი ხედვა გაუზიარა და სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 3-4 ოქტომბერს ესტუმრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები შედიან, გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.
წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.