მიმდინარე წლის 3-10 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორ-მასწავლებლები იმყოფებოდნენ სლოვაკეთში, ქალაქ ბისტრიცკაში რიგით საკოორდინაციო შეხვედრაზე ევროკომისიის ტემპუსის პროექტის ფარგლებში. სადაც უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ლელა ქელბაქიანი შეხვდა „მატეი ბელის“ უნივერსიტეტის რექტორს ბეატა კოსოვას და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშომლობის შესახებ. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით და ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას, ორმაგი ხარისხის მინიჭებას სწავლის ყველა საფეხურზე, სტუდენტების ხელშეწყობას და მათ დახმარებას სწავლას, ცხოვრებასა და ორიენტირებაში და ა. შ. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.
{Gallery dir='news/19-04-2011'}