საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ
ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი 12 ოქტომბერს გეგმავს სალექციო კურსების ჩატარებას \"საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ\". მასტერკლასებს გაუძღვებიან ჭავჭავაძის ცენტრის ექსპერტები: ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია, ნინო კალანდაძე. დღის სტუმარი სპეციალური ლექციით იქნება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მასტერკლასები გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.