ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ბელგიაში გამართულ ფსიქოანალიტიკურ კონფერენციას ქუთაისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი დაესწრო

ევროპის ფსიქოანალიტიკური ფედერაციის (EPF) ორგანიზებით  ბელგიაში ქ. ბრიუსელში გამართულ რიგით მეოთხე ფსიქოანალიტიკური სტუდენტურ კონფერენციას (4th EPCUS) ქუთაისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ნინო ქარსელაძე დაესწრო.  კონფერენციის თემა იყო \"შიში და შფოთვა ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან\'\' , რომელიც ფსიქოანალიზისათვის ისეთი კლასიკური და ცენტრალური საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა შიში და შფოთვა, ასევე ზიგმუნდ ფროიდის, მელანი კლაინისა და ვინიკოტის თეორიების მიხედვით განიხილეს, თუ როგორ ახდენს თითოეული მათგანი არაცნობიერ გავლენას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თანამედროვე სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებზე. კონფერენციის ფორმატი მოიცავდა, როგორც ლექცია/სემინარებს, ისე კლინიკური შემთხვევების განხილვას. 
კონფერენციაში მონაწიელობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ოთხმოცი დელეგატი იღებდა, მათ შორის ხუთი ქართველი.


ბოლო სიახლეები