2011 წლის 11 – 12 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები: გიორგი ბერაია, გიორგი გიორგაძე და ჯინი ბაძაღუა იმყოფებოდნენ უკრაინაში ქალაქ დონეცკის ტურისტული ბიზნესის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე, სადაც სამივე სტუდენტს წარდგენილი ჰქონდა თავისი ნაშრომი: გიორგი ბერაია - „ივენთ ტურიზმი, როგორც ბიზნესის ნაწილი საქართველოში“ (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. გოდერძი შანიძე), გიორგი გიორგაძე - „სპორტი და ივენთ ტურიზმი“ (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. გოდერძი შანიძე), ჯინი ბაძაღუა- „ივენთ ტურიზმის პერსპექტივები იმერეთის რეგიონში“ (ხელმძღვანელი: სრული პროფ. ნიკოლოზ ჩიხლაძე). კონფერენცია დაყოფილი იყო ექვს სექციად. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, ლატვია, რუსეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ბელორუსია.
ქუთაისის უნივერსიტეტიდან წარგზავნილმა სტუდენტებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი თემები და დიპლომებიც დაიმსახურეს.გიორგი ბერაიამ კონფერენციის პლენერულ სხოდამაზე თავისი ნაშრომის წარმოდგენით მოიპოვა II ადგილი. გიორგი გიორგაძემ მე-5 სექციაში აიღო III ადგილი და ჯინი ბაძაღუამაც მე-4 სექციაში აიღო II ადგილი.
{Gallery dir='news/28-04-2011'}კონფერენციის დახურვის დღეს მასპინძელმა უნივერსიტეტმა ქუთაისის უნივერსიტეტი საპატიო დიპლომით დააჯილდოვა წარგზავნილი სტუდენტების ხელშეწყობისა და თანადგომისათვის.
კონფერენციის შემდეგ მასპინძლებმა მონაწილეებს ექსკურსია მოუწყვეს და დაათვალიერებინეს დონეცკის ღირსშესანიშნავი ადგილები. სტუდენტებისთვის ნაყოფიერი იყო ამ კონფერენციაში მონაწილეობა მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. ამავდროულად სტუდენტები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები კი ივნისის თვეში უკრაინელ მასპინძლებს ქუთაისის უნივერსიტეტში დაგეგმილ კონფერენციაზე ელოდებიან.