ქუთაისის უნივერსიტეტის მონაწილეობით დაიწყო ევროკავშირის ERASMUS+_ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“.
9-10 დეკემბერს პროექტის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი - ლელა ქელბაქიანი, სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი - ჭაბუკი ჭეიშვილი და ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - ნიკოლოზ ჩიხლაძე დაესწრნენ. პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
პროექტში მონაწილეობენ საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან.
პროექტში, ასევე, ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.