29 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან
დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრას საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო სფეროს
წარმომადგენლები , საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელები
და კურსდამთავრებულები დაესწრნენ.
შეხვედრის პირველი ნაწილი საგანმანათლებლო პროგრამების
წარადგენას, გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების გაცემას დაეთმო. მიწურულს კი დამსაქმებლებმა და კურსდამთავრებულებმა
თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს,
როგორც სასწავლო პროცესების და სასწავლო კურსების ,
ისე საწარმოო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
შეხვედრა სტუდენტთა
კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა ბაზების კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა.