ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის მერიაში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით  შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიაში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართა

6 თებერვალს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო დარბაზში ქუთაისის მერიასა და სამშენებლო კოლეჯკონსტრუქტ2შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები დაესწრნენ.
კოლეჯიკონსტრუქტ 2” მსურველებს სთავაზობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა "შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

გარდა ამისა, კოლეჯს სამშენებლო მიმართულებით  პროფესიული მომზადების 11 პროგრამა აქვს.

სწავლება მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც m²-ის ობიექტებზე განხორციელდება. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაცდა მისი შვილობილი კომპანია BK Construction დაასაქმებს.

ჩვენ, ქუთაისის მერიას, უკვე გვაქვსკონსტრუქტ 2“-თან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. ჩვენი რეკომენდაციით აქ ახალ პროფესიას დაეუფლა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სოციალური პრობლემები ჰქონდათ. ახლა კი მათი დასაქმების შანსები გაიზარდა და ზოგიერთი უკვე მუშაობს კიდეც .

"ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ კვალიფიკაციის ამაღლების ან ახალი პროფესიების შეძენის საშუალება.“- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.


ბოლო სიახლეები