ქუთაისის უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი გახდა. აღნიშნული ასოციაცია (AMEE) სამედიცინო განათლების ხელშეწყობის კუთხით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია, რომელსაც წევრები მსოფლიოს 90 ქვეყანაში ჰყავს . ისინი ასოციაციასთან ერთად სამედიცინო განათლების გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე მუშაობენ.
ასოციაციის წევრობა ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პერსონალსა და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთონ მედიცინის სწავლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და აქტივობებში.