საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და სტუდენტურ თვითმართველობასთან
საინფორმაციო კვირეული სტუდენტებთან
2020-2021 სასწავლი წლის შემოდგომის სემესტრის დასაწყისში უნივერსიტეტის I-IV კურსის სტუდენტებთან ონლაინ რეჟიმში დაიგეგმა საინფორმაციო კვირეული, სხვადასხვა კურსის სტუდენტებს შეხვდებიან უნივერსიტეტის ვიცე რექტორი აკადემიური მიმართულებით, ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული სამსახურის უფროსი, ბიბლიოთეკის, საგამოცდო ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები. შეხვედრისას სტუდენტები მიიღებენ ინფორმაცია უნივერსიტეტის განახლებული მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ, კერძოდ: ეთიკის კოდექსის, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის, საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესის, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესისა და საბიბლიოთეკო რესურსის ეფექტურად გამოყენების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მნიშვნელობა და ის შედეგები, რასაც გამოიწვევს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევა.
შეხვედრა სტუდენტურ თვითმართველობასთან
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, 2020 წლის 28 სექტემბერს zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა შეხვედრა სტუდენტურ თვითმართელობასთან, მათ კიდევ ერთხელ განემარტათ სტუდენტური თვითმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, ასევე მათი, როგორც დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უნივერსიტეტში მოქმედი ახალი რეგულაციის თანახმად სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი არის მმართველი საბჭოს წევრი. მმართველი საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია თვითმმართველობის პრეზიდენტის ინიციატივით წამოიჭრას და განხილულ იქნეს სტუდენტთა ინიციატივები და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მიმართულია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.