ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "ეკონომიკური პროფილის" ( www.economicprofile.org ) მე-19 ტომის ახალი, მე-2(28) ნომერი გამოიცა.
ჟურნალში ეკონომიკის და ბიზნესის აქტუალური პრობლემებია განხილული. ახალ ნომერში ქართველ და უცხოელ ავტორთა მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები ეკონომიკური პოლიტიკის, ფინანსების, ტურიზმის, მარკეტინგის, განათლებისა და ჯანდაცვის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს ეხება.
სამეცნიერო სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე ჟურნალის სრულ ვერსიასთან ერთად განთავსებულია "ეკონომიკური პროფილის“ ვებგვერდზე (http://economicprofile.org/journal/1027 ), მინიჭებული აქვს ციფრული იდენტიფიკატორი (DOI) და ატვირთულია შესაბამის ბაზებში.
სამეცნიერო ჟურნალს ერთ წელზე მეტია, ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისთვის ERIH PLUS (European Reference Index) მიენიჭა.