ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია მათემატიკაში „UNIKუმი 2025“

მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია მათემატიკაში „UNIKუმი 2025“

მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია მათემატიკაში „UNIKუმი 2025“

მონაწილეები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს

კონფერენციის ორგანიზატორებია

ქუთაისის უნივერსიტეტი / Kutaisi University
ა(ა)იპ „მათემატიკოსი“ / Mathematician
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი / Kutaisi University Confucius Classroom

ჩატარების  დრო და ადგილი

კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 14 მარტს, 12 საათზე, ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ქ. ქუთაისი, წერეთლის 13)

საკონფერენციო ნაშრომი

კონფერენციაზე წარმოსადგენ ნაშრომთა თემატიკა მათემატიკის მიმართულებით შეზღუდული არ არის, სასურველია, ნაშრომის თემა სცილდებოდეს მათემატიკის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ არა იმდენად, რომ არ შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკს. შეფასებისას განსაკუთრებით წახალისდება კვლევითი ხასიათის ნაშრომები, რომლებშიც ავტორები შემოგვთავაზებენ მათემატიკურ ლიტერატურაში მოცემული მაგალითის, მეთოდის, იდეის არასტანდარტულ გადაწყვეტას. ყურადღება გამახვილდება თუ რამდენად შემოქმედებითად იყენებს ავტორი დამხმარე ლიტერატურის და ავლენს შემეცნებითი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, წარმოდგენილ ნაშრომში მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი:

  • პრობლემის დასმა (არჩეული საკითხის ირგვლივ დამუშავებული ლიტერატურის მიმოხილვა);
  • ნაშრომის მიზანი;
  • ნაშრომში გამოყენებული მათემატიკური მეთოდ(ებ)ისა და ხერხ(ებ)ის აღწერა;
  • დასმული პრობლემის გადაჭრა (პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით);
  • დასკვნა (შედეგების ანალიზი);
  • გამოყენებული ლიტერატურა.

ნაშრომის მოცულობა არაუმეტეს 5 გვერდისა

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე  უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო თემა მოცემული შაბლონის მიხედვით:

ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი ფაილი

და შევსებული სახით გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: [email protected]

შეფასება

ნაშრომებს შეაფასებს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან შერჩეული სამეცნიერო კომიტეტი. შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 10 მარტისა. ყველა მონაწილე, რომელიც დადებით შეფასებას მიიღებს მოწვეული იქნება ქუთაისის უნივერსიტეტში შემაჯამებელ სხდომაზე, სადაც მხოლოდ შერჩეული რამოდენიმე თემა იქნება წარდგენილი პრეზენტაციის სახით.

ნაშრომი შეფასდება 5 კრიტერიუმის მიხედვით, თითოეულის  შეფასება - მაქსიმუმ 5 ქულა, სულ ჯამში -  მაქსიმუმ 25 ქულა.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • თემის აქტუალობა და ნააშრომის ორიგინალურობა;
  • ფაქტობრივი მასალის ფლობა, პრობლემის ხედვა და ანალიზი;
  • ნაშრომის შინაარსი: თანმიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებისა და დასკვნის უნარი;
  • შემოქმედებით აზროვნების, ანალიზის, სინთეზის უნარი;
  • ნაშრომის ენობრივი, ტექნიკური და სტილისტური გამართულობა.

არასრული სახით წარმოდგენილი მასალა, ან ნაშრომი, რომელიც მოცემულ პირობებს არ აკმაყოფილებს დარჩება განხილვის გარეშე. დადებითი შეფასების ზღვარია 50% (12 ქულაზე მეტი).

დაჯილდოება

პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულებად ჩაითვლება შესაბამისად ყველაზე მეტი ქულის მქონე მონაწილეები. საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან  დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.  ასევე, მადლობის წერილებს მიიღებენ გამარჯვებული მოსწავლეების ხელმძღვანელი პედაგოგები და სკოლების ადმინისტრაციები. მონაწილეებს, რომლებიც დადებით შეფასებას მიიღებენ გადაეცემათ სერთიფიკატები.

დებულება