ტრენინგები გაიმართება 2021 წლის 25, 26, 27 და 28 იანვარს და მათ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორები წარუძღვებიან.
ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ხარისხის უზრუნველყოფის და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურების თანამშრომლები წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ RURD-ის პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.