ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტუდენტური ინიციატივების ფარგლებში გამარჯვებული პროექტი "Anti-Smoking Iniviative" განახორციელეს, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის წახალისებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები ქუთაისის უნივერსიტეტის "სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან“ ერთად ნიკო ნიკოლაძის სკოლასა და ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესს" ესტუმრნენ.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად კი სხვადასხვა აქტივობები იქნა გამოყენებული.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ლიტერატურა და სხვა სიმბოლური საჩუქრები.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს შესაძლებლობას, პროექტის სახით ინიციატივა წარადგინონ და იდეების განხორციელებისთვის ყოველწლიურად მოიპოვონ დაფინანსება.
საპროექტო განაცხადის მიმართულებებს წარმოადგენს სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები.