ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი გლობალური ქსელის BUSINET-ის წევრი გახდა

ქუთაისის უნივერსიტეტი გლობალური ქსელის BUSINET-ის წევრი გახდა

  Businet-ის ქსელი 1987 წელს დაარსდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ბელგიის და ნიდერლანდების უნივერსიტეტების მიერ და მას შემდეგ ემსახურება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პროგრამების განვითარებასა და სტუდენტების თუ პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გაზრდის მიზანს. 

  ამ დროისთვის ორგანიზაცია აერთიანებს 113 წევრ უნივერსიტეტს 31 სახელმწიფოდან. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, რომელიც Businet-ის ქსელშია წარმოდგენილი ევროპის უნივერსიტეტისა (თბილისი) და დღეიდან უკვე ქუთაისის უნივერსიტეტის სახით.

  თანამშრომლობა ითვალისწინებს ქუთაისის უნივერსიტეტის ჩართულობას Businet-ის მიერ ორგანიზებულ  მასშტაბურ საეთაშორისო ღონისძიებებში, რომელთაგან ორი უკვე ცნობილია. კერძოდ, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას 22-24 თებერვალს დაგეგმილ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში, ხოლო 8-11 მარტს ვირტუალური კვირეული გაიმართება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

  Businet არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელი (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები და კოლეჯები), რომლებსაც აქვთ სწავლა-სწავლების პროცესისა და ექსტრაკურიკულარული აქტივობების ინტერნაციონალიზაციის საერთო ხედვა.



ბოლო სიახლეები