ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი   საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - მონაწილეობის პირობები

ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - მონაწილეობის პირობები

ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია:

COVID-19-ის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ეკონომიკაში,  

ბიზნესსა და მედიცინაში“

 

კონფერენციის ჩატარების თარიღი 2021 წლის 4-5 ოქტომბერ

კონფერენციის დარგობრივი თემატური სექციები ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით:

1.       ბიზნესის ადმინისტრირების  თეორიული და პრაქტიკული პრობლემების ახლებური გააზრება პანდემურ პერიოდში;

2.       კომპანიების/ორგანიზაციების მარკეტინგულ კომუნიკაციაში ცვლილებები კოვიდ 19-ის გავლენის პირობებში

3.       კომპანიების/ორგანიზაციების მენეჯმენტში ცვლილებები კოვიდ 19-ის გავლენის პირობებში

4.       საფინანსო სფერო და ინვესტიციები კოვიდ 19-ის გავლენის პირობებში;

5.       აღრიცხვა და აუდიტი კოვიდ 19-ის გავლენის პირობებში;

6.       ტურიზმის გამოწვევები პანდემიურ პერიოდში;

7.       საჯარო მმართველობის გამოწვევები კოვიდ 19-ის გავლენის პირობებში;

კონფერენციის დარგობრივი თემატური სექციები  ეკონომიკის მიმართულებით:

1.       მაკროეკონომიკური პოლიტიკა პანდემიურ პერიოდში;

2.       რეგიონული და ურბანული ეკონომიკის გამოწვევები პანდემიურ პერიოდში;

3.       ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიურ პერიოდ;

4.       მიკროეკონომიკური გარემო და სამეწარმეო სექტორი პანდემიურ პერიოდში;

5.       შრომის ბაზარი, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები პანდემიურ პერიოდში;

6.       აგრარული სექტორის, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების გამოწვევები პანდემიურ რიოდში;

7.       საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საგარეო ვაჭრობპანდემიის  პირობებში;

 

კონფერენციის დარგობრივი თემატური სექციები მედიცინის მიმართულებით:

1.       COVID-19-ის გამოწვევები სამედიცინო განათლებაში;

2.       პაციენტთა მართვა COVID-19-ის პერიოდში

3.       მკურნალობის კრიზისული სტანდარტები COVID-19-ის პერიოდში;

4.       COVID-19-ის გამოწვევები სამედიცინო დაწესებულებებში.

5.       ტენდენცია და რესტრუქტურიზაცია  საზოგადოებრივ ჯანდაცვაში

 

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:

2021 წლის 4-5 ოქტომბერი, ქუთაისის უნივერსიტეტი  (ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ., N13)

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის წესი და ვადები:

 

ü  ანოტაცია უნდა წარმოდგეს ქართულ (არაუმეტეს 200 სიტყვისა) და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 200 სიტყვისა). მოხსენების ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ინგლისურენოვანი ანოტაცია. ანოტაციის დასაწყისში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი და ელფოსტა. საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს ხუთისა). ანოტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 სექტემბერი. 

ü  მოხსენების მოცულობა არაუმეტეს 2 000 სიტყვისა. მოხსენების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ნოემბერი;

ü  მოხსენების ტექნიკური პარამეტრები: ძირითადი მოხსენების ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს - 2.5 სმ., ზედა და ქვედა - 2 სმ., გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს; ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე; ფორმულები შესრულებული უნდა იყოს MathType 6.0 equation პროგრამის გამოყენებით. ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს უნდა მიეთითოს სათაური ზედა მხარეს (ცენტრირებულად), ხოლო სათაურის ზემოთ, მარჯვენა მხარეს ნომერი (მაგ., „ცხრილი 1“, „ნახაზი 2”). დანომვრა ხდება დამოუკიდებელი ნუმერაციით; თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება; ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi);

ü  სატიტულო ფურცელზე: მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი და ელფოსტა;

ü  ძირითადი მოხსენების (ნაშრომის) წარმოდგენა: უნდა ახლდეს  ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 600-650 სიტყვა (ნაშრომის მთავარი შინაარსის ასახვით), საკვანძო სიტყვები 3-5, აკრეფილი Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 10). საკვანძო სიტყვების შემდეგ, სტატიის შინაარსის მიხედვით, მიეთითება J.E.L. კლასიფიკაციის შესაბამისი კოდ(ებ)ი (იხ. ბმულზე https://www.aeaweb.org/jel/guide/jel.php). ნაშრომის ძირითადი ნაწილი უნდა მოიცავდეს შესავალს (აქტუალობის წარმოდგენით), ძირითად ტექსტს, დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხას. ციტირების წესებისათვის იხილეთ ბმული: http://economicprofile.org/page/1013. თუ მოხსენება (ნაშრომი) ინგლისურენოვანია, ანოტაციის სიტყვების საორიენტაციო რაოდენობაა 200.

ü  განმეორებით გამოქვეყნება: ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე;

ü  თანაავტორები: თანაავტორთა რაოდენობა არაუმეტეს სამისა;

ü  სერტიფიკატი: ყველა მონაწილეს გადაეცემა/დაეგზავნება კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი;

ü  მონაწილეობის საფასური: კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა;

ü  ვადები:  ანოტაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 სექტემბერი;

მოხსენების სრული ტექსტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ნოემბერი;

 

 

კონფერენციის რეგლამენტი:

      მოხსენება - 12-15 წუთი;

      მსჯელობა/დისკუსია - 8-10 წუთი

კონფერენციის შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგია:

-          პროფ. გოჩა თუთბერიძე (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, თავმჯდომარე)

-          პროფ. ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)

-          პროფ. ხათუნა რუსაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)

-          პროფ. გივი ბედიანაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)

-          პროფ. მაია აზმაიფარაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტი)

-          პროფ. მირზა ხიდაშელი (ქუთაისის უნივერსიტეტი)

-          პროფ. აზა იფშირაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)

-          პროფ. იოსებ არჩვაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)

-          პროფ. გიორგი ღავთაძე (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)

-          ასოც.პროფ. გოდერძი შანიძე (აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

-          პროფ. თამილა არნანია-კეპულაძე (აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

-          ასოც.პროფ. ხათუნა შალამბერიძე (აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

-          ასოც.პროფ. ინეზა გაგნიძე (თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

-          პროფ. პაატა კოღუაშვილი (საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი)

-          პროფ.მერაბ კაკულია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)

-          პროფ. ავთანდილ სულაბერიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);

-          პროფ. ნანა რინკიაშვილი (იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

-          პროფ. ნინო ლიპარტელიანი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

-          ასოც.პროფ. ბადრი გეჩბაია (ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

-          ასოც.პროფ. ევგენი ჰაიდანკა (ტრნავას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი);

-          პროფ. ლევან ჩიხლაძე (რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი);

-          პროფ. სერგეი ლუკინი (მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელორუსი);

-          ასისტ.პროფ. ალექსანდრე ასათიანი (გეტებორგის უნივერსიტეტი, შვედეთი)

-          პროფ. ტატიანა მურავსკა (რიგა სტრადინს უნივერსიტეტი, ლატვია);

-          პროფ. სოფიო გამყრელიძე (ქუთაისის უნივერსიტეტი);

-          პროფ. ნათია ჯოჯუა (ევროპის უნივერსიტეტი);

-          პროფ. ირინე ფხაკაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ორგანიზატორები:

ü  ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი;

ü  ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი;

ü  ჟურნალი ეკონომიკური პროფილი“.

ü  ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;

ü  ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი;

ü  ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“;

ü   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ü  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;


სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი:

-          პროფ. გოჩა თუთბერიძე (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, თავმჯდომარე)

-          პროფ. ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომიკური პროფილის“ მთავარი რედაქტორი, კოორდინატორი)

-          პროფ. ხათუნა რუსაძე (ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი)

-          პროფ. გივი ბედიანაშვილი (ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი)

-          პროფ. ლია ელიავა (ქუთაისის უნივერსიტეტი);

-          პროფ. პაატა კლდიაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტი);

-          ასოც. პროფ. თეონა გრიგოლაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი)

-          გვანცა ჯიჩოშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი ხელმძღვანელი)

-          გიორგი დათუაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი)

-          გაგა ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური სამსახურის უფროსი);

-          თამარ პერტაია (ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი);

-          ლალი ჩხიკვაძე - (ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის განვითარების მენეჯერი

-          ანა გუჩუა (ქუთაისის უნივერსიტეტის დოქტორანტი)

 

მასალების მიწოდება

          მასალები ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით უნდა გადაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected], ხოლო მედიცინის მიმართულებით ელექტრონულ მისამართზე:       [email protected] 

კონფერენციამდე გამოიცემა დღის წესრიგი და ანოტაციების კრებული, ხოლო კონფერენციის შემდეგ - კონფერენციის სრული კრებული, რომელსაც მიენიჭება ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი - DOI (10.52244/c.2021.). ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით წარმოდგენილი მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონე ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომიკურ პროფილის“ (www.economicprofile.org, ResearchBib; ICI World Journals; Crossref; DOAJ) 2021 წლის მეორე ნომერში.


ბოლო სიახლეები