ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სწავლის საფასური

ქუთაისის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სწავლის საფასური

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური განისაზღვრა.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სწავლის საფასური

საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:

საბაკალავრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება- 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემესტრი  - 2250 ₾
  • ეკონომიკა -5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემესტრი  - 2250 ₾
  • ტურიზმი -10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემესტრი  - 2250 ₾
  • სამართალი 15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI,VIII სემესტრი - 2250 ₾

სამაგიტრო პროგრამები:

  • ფინანსები -5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III სემესტრი - 2250 ₾
  • აღრიცხვა და აუდიტი- 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III სემესტრი - 2250 ₾

სადოქტორო პროგრამა:

  • ეკონომიკა - 2 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სემესტრი - 2500 ₾

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის
ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1.1 მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:


ა) დოკუმენტების მიღება 2025 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;


ბ)სტუდენტთა კრედიტების აღიარება 2025 წლის 14 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;


გ)სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება 2025 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით;

დ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს: 2025 წლის 19 თებერვალი.


2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:


ა) განცხადება (ივსება როგორც უნივერსიტეტში,ასევე შესაძლებელია ონლაინ)
ბ) პირადობის დამადასურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში) მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტურაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);
თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების ასლი;

3. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია. აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევეაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.


4. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში), მაგისტრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დოქტორანტურაში)
გ) ,,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან).
დ)  1 ფოტოსურატი 3X4 CD დისკთან ერთად.