ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

პირველკურსელთა რეგისტრაცია სრულდება

პირველკურსელთა რეგისტრაცია სრულდება

2021-2022 სასწავლო წელს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის საბუთების მიღების და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 15 სექტემბერს სრულდება.

რეგისტრაციისთვის წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

ა)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული), ან დედანი;

გ) სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);

დ)ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, უნივერსიტეტში კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მივიდეს და თან იქონოს:

• მშობლის შემთხვევაში - მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი;

• მინდობილი პირის შემთხვევაში - მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ბოლო სიახლეები