ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით პარტნიორ კლინიკებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციების მმართველი რგოლის წარმომადგენლები და დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში პარტნიორობის სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნითა და კლინიკური/კვლევითი უნარების მქონე ექიმების მომზადებით ძლიერი სამედიცინო სკოლის განვითარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის დაარსებაც დაანონსდა.