პირველკურსელთა საყურადღებოდ!
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს გთხოვთ გამოცხადდეთ უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად 5 -16 სექტემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა), 10 საათიდან 16 საათამდე. თან წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:
1. სრული ზოგადი განათლების ატესტატი
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. 4 ფოტოსურათი 3x4
4. ვაჟებმა- სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი
უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყება 19 სექტემბერს.