ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

„მედიაცია ბიზნესისთვის“

„მედიაცია ბიზნესისთვის“

ქუთაისის უნივერსიტეტი პროექტ რურდის (უნივერსიტეტები როლი რეგიონალური განვითარებისთვის https://rurd.atsu.edu.ge/ ) წარმოგიდგენთ უწყვეტი განათლების (LLL Courses) კურსების სერიას, რომელიც მოიცავს ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორც კერძო ასევე საჯარო ორგანიზაციების განვითარებისთვის და მათი წარმატებული ფუნქციონირებისათვის.  

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტი წარმოადგენს დაინტერესებული საზოგადოებისთვის ისეთი თემების შესახებ ტრენინგებს, როგორიცაა:

  • მედიაცია ბიზნესისთვის;
  • ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდები;
  • ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა.  


ღონისძიების ორგანიზატორია UNIK • ქუთაისის უნივერსიტეტი Kutaisi University

საჯარო  · ყველა, ვინც არის ან არ არის Facebook-ზე

  • ქუთაისის უნივერსიტეტი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე „მედიაცია ბიზნესისთვის“, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სოფიო ყუბანეიშვილი გაუძღვება.

 

სოფიო ყუბანეიშვილი არის შპს ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებზე სპეციალიზებული ადვოკატი,  ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, აქვს სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე ტრენერად მუშაობისა და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსის წარმართვის მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს სპეციალიზაციის კურსი „მედიაციაში“, ამჟამად უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სასწავლო კურსს „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება“.

 

⏳ დრო: 14 ივნისი, 12:00 საათი;

  • ტრენინგზეე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
    ✅  მედიაციის ისტორია საქართველოში.

✅   მედიაციის  პრინციპები;
✅   მედიაციის სახეები;
✅  მედიაციის უპირატესობები და მედიატორის დანიშვნის წესი;
✅  მედიაცია და დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებანი
 

  • ტრენინგი ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში;
  • ტრენინგზე სარეგისტრაციო ლინკი: RURD ტრენინგი თემაზე „მედიაცია ბიზნესისთვის“;
  • ვებინარზე დასასწრები ZOOM-ის ლინკი გადმოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე;
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 ივნისი;
  • შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ: +995 (431) 23 79 79 (350); [email protected].