ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურზე

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

ქუთაისის უნივერსიტეტისადმი

№ 51 § 8 23.09.2011 წ.

 

1. 2011 წლის 1 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე გამოცხადდეს დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: “ფინანსები” (პროგრამის ხელმძღვანელი სრ. პროფესორი გოჩა თუთბერიძე); “ეკონომიკა” (პროგრამის ხელმძღვანელი სრ. პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე).

დოქტორანტურაში მიიღება მოხდეს ქუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.

დოქტორანტურაში მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.

დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენების B2 დონეზე ცოდნა.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელსაც უნდა ერთვოდეს:

- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი;

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერ-სპეციალისტის სარეკომენდაციო წერილი;

- სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

- განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;

- ორი ფოტოსურათი, ზომით 3/4;

- სულ მცირე, ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული საქართველოში გამოცემულ და შესაბამის ეროვნულ კლასიფიკატორში დაფიქსირებულ რეფერირებად/რეცენზირებად ბეჭდურ და/ან ელექტრონულ გამოცემაში (თუ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს არა აქვს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არცერთი ნაშრომი, მას შეუძლია სადისერტაციო საბჭოს წარმოუდგინოს სამაგისტრო ნაშრომი, ან სამაგისტრო ნაშრომის, მისი აზრით, ყველაზე ღირებული მონაკვეთი. საბჭო გაეცნობა სამაგისტრო ნაშრომს, გაესაუბრება კანდიდატს და დაასკვნის კანდიდატურის პროგრამაზე მიღების საკითხს).

 

2. 2011-2012 სასწავლო წლისათვის დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები ჩატარდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

 

2.1. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ჩატარების ფორმა:

 

2.1.1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელია ორი გამოცდის ჩაბარება სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული ენა).

2.1.2. გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიები.

2.1.3. უცხო ენაში გამოცდა არის B2 დონის შესაბამისი. B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კონკურსანტები თავისუფლდებიან უცხო ენაში მისაღები გამოცდისაგან.

2.1.4. გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერითი, ხოლო სპეციალობაში - ზეპირი ან წერითი ფორმით.

2.1.5. კონკურსანტის შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით.

3. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენაში განისაზღვროს - 51 ქულით, სპეციალობაში - 60 ქულით.

4. გამოცდების ჩატარების ვადები

4.1 დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდეს 2011 წლის 24 ნოემბერს.

4.2 გამოცდები სპეციალობაში ჩატარდეს 2011 წლის 30 ნოემბერს.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 31 აგვისტოს № 46 § 1 ბრძანება.

 

 

საკითხები:

 

 

რექტორი: პროფ. ლელა ქელბაქიანი


ბოლო სიახლეები