ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სადოქტორო საგანამანთლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის მიღების გამოცხადება;  წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა,შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების თარიღები და შეფასების წესი

სადოქტორო საგანამანთლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის მიღების გამოცხადება; წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა,შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების თარიღები და შეფასების წესი

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადად  განისაზღვროს  : 22 აგვისტო-21 სექტემბერი

გამოცდა უცხო ენაში- 22 სექტემბერი

შედეგების გამოცხადება - 22 სექტემბერი;

კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია 23-სექტემბერი

შედეგების გამოცხადება - 23სექტემბერი

 

მიღების წესი:

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეუძლია პირს რომელიც:

  1. წარმოადგენს შევსებულ და მისი პოტენციური ხელმძღვანელის ხელმოწერილ კვლევით განაცხადს;   რომელიც შესაფასებლად ეგზავნება დროებით დარგობრივ კომისიას.  კვლევითი განაცხადი ფასდება 5 ქულიანი სისტემით სადოქტორო პროგამაზე ჩარიცხვის მსურველი  დარგობრივი კომისიის წინაშე აკეთებს თავისი კვლევითი განაცხადის პრეზენტაციას. პრეზენტაცია ფასდება 5 ქულიანი სისტემით პროგრამაზე ჩარიცხვისათვის ერთიანი შეფასება შედგება კვლევის განაცხადისა და პრეზენტაციის შეფასებათა ქულების ჯამისაგან.
  2.  წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტს (არსებობის შემთხვევაში). 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა ან ბიზნესის ადმინისტრირებაში. სხვა აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებისთვის კი სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები ეკონომიკის ან ბიზნესის თემატიკაზე და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შრომების კრებული სხვა საბუთებთან ერთად უნდა იქნას წარმოდგენილი).
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. 2 ფოტოსურათი;
  4. ავტობიოგრაფია (CV);
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).
  6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

 

ეკონომიკის  სადოქტორო პროგრამაზე   მისაღები (შიდა) გამოცდების შეფასების წესი

 

            1. პროგრამაზე დაშვების აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც  კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომი ან ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე:https://unik.edu.ge/LegalActs . ინგლისური ენის გამოცდის ორივე კომპონენტში მიღებული შედეგების მინიმალური ბარიერი შეადგენს 80 ქულას. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. 

            2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე კვლევითი განაცხადის ფორმა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე (დანართი N1): https://unik.edu.ge/PagePDF/78534d618b7650d37621d4b1510240b6.pdf  კვლევითი განაცხადის და პრეზენტაციის შეფასება ხდება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც განთავსებულია ქუთაისის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: (დანართი N2; დანართი N3;)  https://unik.edu.ge/PagePDF/78534d618b7650d37621d4b1510240b6.pdf

ბრძანება