ქუთაისის უნივერსიტეტსა და "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავენ მიზნად.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ექსტრაკურიკულარული აქტივობების მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ გაძღოლ ონლაინ ლექციათა სერიას სტომატოლოგიაში, რომლის მეორე ციკლიც უახლოს მომავალში დაიწყება.