საერთაშორისო განათლების ცენტრის და ნიუ-იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსი
საერთაშორისო განათლების ცენტრი და ნიუ-იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებენ კონკურსს სოციალური მუშაკის (Social Worker) ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :
- საქართველოს მოქალაქეებს რომელთაც აქვთ სრული საუნივერსიტეტო განათლება და მაღალი აკადემიური მოსწრება.
- მათ, ვინც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და შეუძლია TOEFL -ის ჩაბარება.
- მათ, ვისაც შეუძლია ორი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა (2011 წლის აგვისტოდან).
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ამ დოკუმენტში.