ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგებს ატარებს

ქუთაისის უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგებს ატარებს

ქუთაისის უნივერსიტეტს ესპანელი პროფესორი ვიქტორ არჩე ეწვია. სან-დიაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ქუთაისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგებს ატარებს. 

ტრენინგები 28 მარტს დაიწყო და 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

ვიქტორ არჩემ სამედიცინო ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეფასების სხვადასხვა მეთოდის - ოსკის გამოცდის, პორტფოლიოს შედგენის, სიბიელისა და პიბიელის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით, აკადემიური და მოწვეული პერსონალი შეფასებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებში ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადამზადდეს, ტრენინგების ციკლიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


ბოლო სიახლეები