ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სრულად დაფინანსებული ერაზმუს მობილობა!

სრულად დაფინანსებული ერაზმუს მობილობა!

ქუთაისის უნივერსიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ იწყება სტუდენტური შესარჩევი კონკურსი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების
სტუდენტები. 
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული
სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/RjcynqLpNxJt1uZS9

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმისა და სამართლის საბაკალავრო
პროგრამების სტუდენტები. 
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული
სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში
კვოტა: 2
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/cEpio7yxvxV1UpyWA
 
 
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის
პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის
პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.
 
1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (ოთხშაბათი, 12 აპრილი, 14:00 სთ)
  
NotaBene:
(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის
დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება
ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა
იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score
for B2 First (იგივე FCE) 160. 

 
 
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე -  (სამშაბათი, 18 აპრილი, 15:00 სთ)
 
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
 
გასაუბრების შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში. 

კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე,  კომისია გამოავლენს ორი მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 3 სტუდენტს. 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 10 აპრილის 12:00 საათისა. 
 


ბოლო სიახლეები