ქუთაისის უნივერსიტეტს შესაძლებლობა მიეცა ევროკავშირის პროექტის დაფინანსებით ისარგებლოს. პროგრამის EU4Youth Alumni Network ერთ-ერთი წევრი ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომელი მარიამ რობაქიძეა, რომელმაც გადაწყვიტა, პროექტში მიღებული დაფინანსება მისივე უნივერსიტეტის სტუდენტების საჭიროებებს მოახმაროს.
მარიამ რობაქიძემ მხარი დაუჭირა სტუდენტების ინიციატივას კლუბ "სტუდენტური ხმის’’ ჩამოყალიბების შესახებ.
"სტუდენტური ხმის" ორგანიზებით, უნივერსიტეტში ფრენბურთის მატჩები ჩატარდა. თამაშები 9 აპრილს გაიმართა, რომელშიც გუნდები - "ქუთათურები“, „აკატსუკი“ და "ერისა“ მონაწილეობდნენ.
შეჯიბრი გუნდ "ერისას“ გამარჯვებით დასრულდა.
EU4Youth Alumni Network-ის პროგრამა მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია ახალგაზრდებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის ახალგაზრდებს აერთიანებს.