“ქუთაისის უნივერსიტეტში” ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორმა, პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ. წიგნების პრეზენტაცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა.
ავტორებმა, ღონისძიებაზე ჯამში 10 წიგნი წარმოადგინეს:
• „საქართველოს ეკონომიკური განვითარება COVID-19-ის პირობებში“ (მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტები) (ნ. ჩიხლაძე, მ. ხიდაშელი, გ. უგულავა)
• „ტერიტორიული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა“ (გ. უგულავა)
• „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული მიდგომები“ (ნ. ჩიხლაძე)
• „საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის მეთოდოლოგიური საფუძვლები“ (თ. გრიგოლაშვილი)
• „თეოლოგიურ-ეკონომიკური ნარკვევები“ (პ.კოღუაშვილი, ნ.ჩიხლაძე)
• „ეკონომიკის ფსიქოლოგია“ (ი.არჩვაძე, ლ.ქურხული)
• „გადასახადები“ (გ.უფლისაშვილი)
• „შიდა აუდიტი“ (გ.უფლისაშვილი)
• „გადასახადები - ტესტები, ამოცანები, საკონტროლო კითხვები“ (გ.უფლისაშვილი)
• „მიკროდაფინანსება, როგორც სიღარიბის შემცირების ინსტრუმენტი“ (მ.ძაძუა)
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ და ისაუბრეს აქ წარმოდგენილი გამოცემების მნიშვნელობაზე, მათ დროულობასა და საჭიროებაზე, ავტორთა მიერ გაწეულ შრომაზე: „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორებმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა და მალვინა ყიფიანმა, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ, „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა“ ცისკარა ზარანდიამ, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და „წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბერიძემ, „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორებმა შოთა ლომინაშვილმა, გოდერძი შანიძემ და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ღავთაძემ.
ღონისძიება შეაჯამა „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორმა პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ.
წიგნები ხელმისაწვდომია ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.