ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტის" პროფესორი "ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს" ეწვია

2023 წლის 16-23 თებერვალს, "ქუთაისის უნივერსიტეტის"  ბიზნესის, სამართლისა და სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორი, პროფესორი ქეთევან კუხიანიძე ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ესტონეთი) ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური მობილობით იმყოფებოდა.


ქეთევან კუხიანიძე "ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის  სტუდენტებისათვის გაუძღვა ლექციათა სერიას თემებზე: ადამიანის უფლებები (გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, ბავშვის უფლებები საქართველოში), საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამოქალაქო საზოგადოება.

ქეთევან კუხიანიძემ დადებითი შეფასებები დაიმსახურა მასპინძელი უნივერსიტეტის როგორც სტუდენტების, ისე ადმინისტრაციული პერსონალის მხრიდან.


აღსანიშნავია, რომ "ქუთაისის უნივერსიტეტის" და "ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" წარმომადგენლებმა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს.


ბოლო სიახლეები