იმერეთის რეგიონის უკეთ გაცნობის მიზნით ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის და ტურიზმის კლუბის ხელშეწყობით სტუდენტთა 2-დღიანი ექსკურსია და ლაშქრობა გაიმართა.
პროექტის მიზანია ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ისტორიული ადგილები გააცნოს და მათში ქართული კულტურის შესახებ ცნობადობა გაზარდოს და სტუდენტებმა იმერეთი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, უკეთესად შეისწავლონ და მათთვის უცნობი ისტორია აღმოაჩინონ.
პროექტის ფარგლებში პირველი ორდღიანი ტური ცუცხვათის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სტუდენტებმა ცუცხვათში მდებარე მღვიმე და ცხრაკარას ეკლესია დალაშქრეს.
ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება.