ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის კონკურსი გამოცხადდა
ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთათვის “ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის (6 კვოტა) 6 ევროპული უნივერსიტეტის მიმართულებით შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსდებათ. ამასთან, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
Nota Bene: გასათვალისწინებელია, რომ მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს "ქუთაისის უნივერსიტეტში" უნდა ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სტუდენტმა "ქუთაისის უნივერსიტეტში" სემესტრული საფასური გადაიხადოს ერაზმუს+ სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული ასაღიარებელი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.
ესპანეთის, პოლონეთის, თურქეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:
1. მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
- სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ოდენობით
- კონკურსის წესით შეირჩევა 1 (ერთი) სტუდენტი
2. მასპინძელი უნივერსიტეტი: სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
- სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
- კონკურსის წესით შეირჩევა 1 (ერთი) სტუდენტი
3. მასპინძელი უნივერსიტეტი: ვისტულას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
- სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
- კონკურსის წესით შეირჩევა 1 (ერთი) სტუდენტი
4. მასპინძელი უნივერსიტეტი: სტამბულის გელიშიმის უნივერსიტეტი (თურქეთი)
- სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
- სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
- კონკურსის წესით შეირჩევა 1 (ერთი) სტუდენტი
5. მასპინძელი უნივერსიტეტი: ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
- სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
- სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
- კონკურსის წესით შეირჩევა 1 (ერთი) სტუდენტი
6. მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
- სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
- სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
- კონკურსის წესით შეირჩევა 1 (ერთი) სტუდენტი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/9uvCUenvGwkGpqE97
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და შპს ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.
გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) ჩატარდება 2024 წლის 4 ნოემბერს (14:00 საათზე)
- სტუდენტი, რომელიც საკონკურსო კომისიას წარუდგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და გადადის კონკურსის შემდეგ ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.
გასაუბრება ინგლისურ ენაზე ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს (11:00 სთ)
გასაუბრება ინგლისურ ენაზე ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. გასაუბრების შეფასების ელემენტებია:
- ა) მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
- ბ) მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
- გ) მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადის წარმოდგენის ვადაა - არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბერი.
კონკურსის დასრულებისთანავე, 2024 წლის 11 ნოემბერს საკონკურსო კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი შეფასების (ქულების) მქონე 6 (ექვსს) სტუდენტს.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: [email protected]