ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კარიერულმა კონსულტანტმა ქეთი ყაველაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მსმენელები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებს, სამუშაოს ძიების გზებსა და გამოწვევებს, CV-ის სწორად შედგენასა და გასაუბრების ტექნიკებს გაეცნენ.
ასევე, ადგილზე თითოეულმა მათგანმა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებთან და გაიარა რეგისტრაცია სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე.