ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის ნიკოლოზ ჩიხლაძის და ასოცირებული პროფესორის გოჩა უგულავას მიერ 2022 წელს საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალ Alternative Economics-ში (ინდექსირებულია SCOPUS-ში) გამოქვეყნებულმა სტატიამ “Regional Economic Development Divergence Research in Georgia by PCA Method” სამეცნიერო პროფესიულ ქსელ ResearchGate-ში მაღალი რეიტინგი მოიპოვა.
სტატია კვლევითი ინტერესის ქულის/რეიტინგის მიხედვით, ResearchGate ქსელში განთავსებული პუბლიკაციების პირველ კვარტილში შევიდა, ხოლო წლის პუბლიკაციებს შორის ტოპ 4%-ში მოხვდა.
სტატიაში შეთავაზებულია რეგიონული ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის კვლევის ახალი მეთოდოლოგია. წარმოდგენილი მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიული დაგეგმვის, რეგიონული ეკონომიკური ანალიზისა და დიაგნოსტიკის, განვითარების სცენარების დამუშავების საქმეში.
Researchgate.net არის ყველაზე პოპულარული აკადემიური პროფილის ვებგვერდი ინტერნეტში და სამეცნიერო საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ აკადემიურ სოციალურ ქსელად ითვლება. ქსელი 20 მილიონზე მეტ მკვლევარს აერთიანებს და 130 მილიონზე მეტ სამეცნიერო პუბლიკაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა.