ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი ჩინური ენის სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს. კურსი მოიცავს როგორც სტანდარტულ სწავლებას (HSK I), ასევე პრაქტიკულ ნაწილს ჩინური კულტურისა და ტრადიციების გაცნობის მიზნით. ჩინური ენის კურსი ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის სივრცეში.
კურსი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ზრდასრულებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი შეისწავლონ ჩინური ენა და შეუძლიათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია მინიმუმ B1 დონეზე.
კურსის მიზანია ჩინური ენის საბაზისო დონეზე (ფონეტიკა, ლექსიკა, გრამატიკა) შესწავლა და მარტივი, ყოველდღიური საკომუნიკაციო ენის ათვისება.
სწავლების მეთოდები: თეორიული სწავლება (მოსმენა, საუბარი, წერა-კითხვა); სხვადასხვა საკლასო აქტივობები; ჯგუფური ინტერაქციები; ინტენსიური ლექციები და პრაქტიკა. სახელმძღვანელო - (HSK სტანდარტული კურსი I).
ჩინური ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს ასევე ჩინური კულტურის შესახებ ლექციებს და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღებას. პრაქტიკული ნაწილის სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ საფინალო გამოცდა (როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი ფორმით), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.
ჩინური ენის კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/svFS5
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი 00:00 საათი.
კურსის დაწყების თარიღი: 10 ოქტომბერი.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი დათუაშვილი [email protected]