ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საბუთების მიღება დაიწყო. 2023-24 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამას:
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეუძლიათ: პირებს, რომელთაც უდასტურდებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომი ან ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება "ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე: სამართლებრივი აქტები
ინგლისური ენის გამოცდის ორივე კომპონენტში მიღებული შედეგების მინიმალური ბარიერი შეადგენს 80 ქულას. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე კვლევითი განაცხადის ფორმის წარდგენის შემთხვევაში. ფორმა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
სადოქტორო პროგრამაზე კვლევითი განაცხადის ფორმა
კვლევითი განაცხადის და პრეზენტაციის შეფასება ხდება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც განთავსებულია ქუთაისის უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
კვლევითი განაცხადის და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა. საბუთების მიღება იწარმოებს: 21 აგვისტო -11 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა ან ბიზნესის ადმინისტრირებაში. სხვა აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებისთვის კი სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები ეკონომიკის ან ბიზნესის თემატიკაზე და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შრომების კრებული სხვა საბუთებთან ერთად უნდა იქნეს წარმოდგენილი).
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).
ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელი ქუთაისის უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. #13) ან ელექტრონულად მისამართზე: [email protected]
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველმა პირებმა უნდა შეავსონ კვლევითი განაცხადის ფორმა და ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ ენაში. შეფასების კრიტერიუმები და დეტალური ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შესახებ იხილეთ ბმულზე:
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადები
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და შეფასების წესი
რეგისტრირებული კანდიდატებისთვის საგამოცდო პროცედურებისთვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:
გამოცდა უცხო ენაში - 13 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
სააპელაციო განაცხადების მიღება -15 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი
კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია - 18 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება - 19 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება -20 სექტემბერი
აპელაციის/საბოლოო შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი
დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 (431) 23 79 79