ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო!

ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის იწარმოებს 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

აკადემიური რეგისტრაციის ვადებია: 11 სექტემბერი - 16 სექტემბერი.

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის) ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, პირს თან უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი. (ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაბადების მოწმობა);
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;


პირველკურსელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის საფასური 2250 ლარი, 10 თვეზე გადანაწილებით. (225 ლარის ოდენობით).

გადახდისათვის გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

მიზნობრიობაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
შ.პ.ს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“

თიბისი ბანკი GE51TB7054336020100021 GEL

საქართველოს ბანკი GE12BG0000000346036551 GEL

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 (431) 23 79 79 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

გისურვებთ წარმატებებს!


ბოლო სიახლეები