ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, თეონა გრიგოლაშვილი, ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის თემას წარმოადგენდა “Academia, Administration, Digitalization and Sustainability”.
კონფერენცია 2023 წლის 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, 2 ეტაპად გაიმართა.
თეონა გრიგოლაშვილის მოხსენება ეხებოდა თემას: "Sustainable economic growth in Georgia and Monetary Policy Transmission Mechanism".